პრემიერმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

10 თებერვალი 2023, 11:56 495 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი თურქ ხალხს.  ირაკლი ღარიბაშვილმა  თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს თანაგრძნობა გამოუცხადა.

“მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.  საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი