საქართველო-ხორვატიის თანამშრომლობა

09 თებერვალი 2023, 17:42 745 ნახვა

საქართველოსა და ხორვატიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება. შეხვედრა და ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ეს არის გორდან რადმანის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება. ხორვატიის პირველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი