ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმის ციხეში გადაიყვანეს

09 თებერვალი 2023, 16:10 661 ნახვა

"საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს - ინფორმაცია მისმა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ დაადასტურა.

ადვოკატის თქმით, ის ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ პატიმარი ბათუმშია გადაყვანილი და თავადაც პატიმართან შესახვედრად ბათუმში მიდის.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. ბანკის შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი