რკინიგზის სადგურ ბათუმი ცენტრალთან მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეჯახა, დაშავდნენ ორი მძღოლი, ერთი მგზავრი და კონდუქტორი, დაშავებულები გადაყვანილი არიან სამედიცინო ცენტრში. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.