თურქეთში საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ

07 თებერვალი 2023, 15:05 531 ნახვა

სამწუხაროდ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა თურქეთში მიწისძვრას.  არსებული ინფორმაციით,   ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი  ემიგრაციაში  სამუშაოდ იყო  წასული.  გარდაცვლილების გადმოსვენების პროცესს თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ართულებს.   

ყველა ვინც დაკარგულად ითვლებოდა ნაპოვნია, განაცხადა მაუწყებელთან თურქეთში  საქართველოს ელჩმა. თუმცა  ცოტა ხნის წინ საელჩოში შევიდა  ინფორმაცია საქართველოს  ერთი მოქალაქის შესახებ,  რომელსაც   ეძებენ.      

დიპლომატი   სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს  მოქალაქეებს  მოუწოდებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მოქმედებს ცხელი ხაზიც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი