ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაუშვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ. დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.