ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა

06 თებერვალი 2023, 17:48 510 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის უწყების მიერ 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" განხორციელების დინამიკას. ყურადღება გამახვილდა 2023 წელს თავდაცვის გაზრდილ ბიუჯეტზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 260 მლნ ლარით გაიზარდა. ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი პროპორციულად გადანაწილდება ყველა მიმართულებაზე და  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება. 2023 წლის პირველი იანვრიდან ყველა სამხედრო 20%-ით გაზრდილ ხელფასს იღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში