ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
„ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე, საავიაციო სფეროს მარეგულირებელ ძირითად უწყებებთან. ავიაციის სფეროში ადმინისტრირება სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან და ნორმებთან, რომელიც არსებობს. მკაფიოდ ვიცავთ ამ პრინციპებს. ასეც გააგრძელებს მომავალში ქვეყანა. ეს ვაჩვენეთ არამხოლოდ ავიაციის მიმართულებით. მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით",-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.