ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი

06 თებერვალი 2023, 12:00 768 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ "ტვიტერზე" წერს.

ზურაბიშვილი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. 

"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს," - წერს ზურაბიშვილი. 

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. დაღუპულია 237 ადამიანი, დაშავდა 600-ზე მეტი.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი