ამ დროისთვის ანკარაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთს სამძიმარს უცხადებენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
“საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. “ – წერს ტვიტერზე ირაკლი ღარიბაშვილი.