სააკაშვილის სასამართლო პროცესი

06 თებერვალი 2023, 11:13 416 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 საათზე სხდომა დაიწყება, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებულისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე, შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

პროცესზე მხარეების დასკვნით სიტყვებს იტყვიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. ადვოკატმა დღეს შესაძლოა შუამდგომლობა დააყენოს და მოითხოვოს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სააკაშვილი საავადმყოფოში მოინახულოს.

იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ევროპის რომელიმე ქვეყანაში მსჯავრდებული პრეზიდენტის გადასაყვანად პოლონეთი ვერტმფრენს გამოაგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში