აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს

04 თებერვალი 2023, 11:11 527 ნახვა

აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

დახმარების პაკეტის მიხედვით კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის რაკეტებს, რომელთა ფრენის რადიუსი 150 კილომეტრია. პაკეტი ასევე მოიცავს „Javelin”-ის 250 ერთეულს, „Puma”-ს უპილოტო საფრენ აპარატებს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება ყველაზე მასშტაბურია, შემდეგ მოდიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და პოლონეთი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი