რასაც 2019 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს, ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია - ირაკლი კობახიძე რუსეთთან ფრენებზე

03 თებერვალი 2023, 11:09 464 ნახვა

რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს. აქედან გამომდინარე, რაღაც ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსეთის მხრიდან ფრენების შესაძლო აღდგენაზე განაცხადა.

„რასაც თავის დროზე, 2019 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია. თუ მიღებულია ცალმხრივი გადაწყვეტილება, მათივე გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ ცალმხრივად. ჩვენ ვაფიქსირებთ ერთადერთ პოზიციას-მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა. ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ცალმხრივი სანქცია, რომელიც დაწესდა თავის დროზე და სანქციის მოხსნაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იქნება",- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული ცალმხრივი სანქცია მოიხსნება, თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება.

„ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ.

რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში