აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება

03 თებერვალი 2023, 11:14 610 ნახვა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, ჯო ბაიდენის სახელით მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.

გეგმის მიხედვით, საომარი მოქმედებები  რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედზე კონტროლის სანაცვლოდ შეწყდებოდა.

თეთრ სახლში აღნიშნულ ინფორმაციას არაზუსტს უწოდებენ, ამასთან, უარყოფენ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის, ფარულ ვიზიტს მოსკოვში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი