ევროპარლამენტმა კორუფციაში ეჭვმიტანილ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა - უცხოური მედია

02 თებერვალი 2023, 16:31 572 ნახვა

ევროპარლამენტმა კორუფციაში ეჭვმიტანილ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

საუბარია ევროდეპუტატებზე – ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელზე. მათთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნას ბელგიის პროკურატურა ითხოვდა. ორივე ევროდეპუტატი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის წევრია.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტარი კოცოლინო ეჭვმიტანილია ქრთამის მიღებაში მაროკოსგან, ხოლო ტარაბელა – კატარისგან. გავრცელებული ცნობით, სანაცვლოდ ისინი აღნიშნული ქვეყნებისთვის არასასურველ რეზოლუციებს ბლოკავდნენ და მხარს უჭერდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაროკოსა და კატარისთვის სასარგებლო იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი