ბულგარეთის პარლამენტმა 1932-1933 წლის ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
მანამდე ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ და ევროპარლამენტმა აღიარეს.ჰოლოდომორი - უკრაინაში მასიური შიმშილი 1932-1933 წლებში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ გლეხებისთვის მთელი სასურსათო მარაგის კონფისკაციით იყო გამოწვეული.
სხვადასხვა ინფორმაციით, მაშინ 3-იდან 5 მლნ ადამიანამდე დაიღუპა, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია. ისტორიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სიტუაცია საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიაზე განზრახ შექმნა.