საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით მრავალმილიონიან პროექტზე შეთანხმდა. იგეგმება ერთობლივად რამდენიმე ათასი 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება.
ფრანგული იარაღის კომპანია ნექსტერს ავსტრალიური კომპანიები ჭურვებისთვის დენთის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
მხარეები არ აკონკრეტებენ მისაწოდებელი საარტილერიო ჭურვების ზუსტ რაოდენობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.