90-მდე გაიზარდა პაკისტანში, მეჩეთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია 157-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის სამიზნე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც ლოცულობდნენ მეჩეთში. შემთხვევის დროს ადგილზე 300-იდან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა.
პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა თავი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ მას პაკისტანის „თალიბანს“ უკავშირებენ.