ოჯახური ძალადობის ფაქტი

30 იანვარი 2023, 17:51 643 ნახვა

23 წლის დიანა მახარაძე ყოფილ მეუღლეს, დედამთილს და მამამთილს ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ 8 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები მასზე ფიზიკურად , ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. მისივე თქმით, სისტემატურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ახალგაზრდა ქალი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის მკვიდრია. სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა მიმდინარეობს. სასამართლომ დღეს დაზარალებული ქალის მამას და ექსპერტს მოუსმინა. როლანდ ზოიძემ როგორც სასამართლოს განუცხადა, მისი შვილი 8 წლის განმავლობაში მალავდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბრალდებულები შვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა. ბრალდებულსა და დაზარალებულის მამას შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გამოძიება როლანდ, ზურაბ და დარეჯან მახარაძეებს წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. ისინი ბრალდებებს უარყოფენ და ყოფილ რძალს ტყუილში ადანაშაულებენ. 3 ბრალდებულიდან 1, ახალგაზრდა ქალის ყოფილი მეუღლე წინასწარ პატიმრობაშია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი