მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მტკიცებულებად დაურთო

30 იანვარი 2023, 13:24 547 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმეს დაურთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

აღნიშნულით არევაძემ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გასულ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, ის საქმეზე მტკიცებულების სახით არ უნდა დართვოდა.

მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა და განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ექსპერტიზის დაკვეთის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი