ცხოველთა უფლებადამცველების აქცია იუსტიციის სახლთან. ისინი იმ მოქალაქეების დასჯას ითხოვენ, რომლებიც მიუსაფარცხოველებს სასტიკად ექცევიან.
ასევე აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ცხოველთა თავშესაფარი უნდა აშენდეს.
ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია მას შემდეგ გამართეს როდესაც პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.