ვიქტორ ორბანის განცხადება - უკრაინის საგარეო უწყებამ უნგრეთის ელჩი დაიბარა

28 იანვარი 2023, 17:21 611 ნახვა

რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს, ისინი ამაში წარმატებული აღმოჩნდნენ - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანის თქმით, ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია თავს წაგების უფლება მისცეს და არ წააგებს, რადგან მომავალ წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, წაგების შემთვევაში კი დამარცხებული პრეზიდენტის რანგში მონაწილეობას ვერ შეძლებს. 

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ნატო-ს არ მისცემს უფლებას, უკრაინაში იყოს წარმოდგენილი. დასავლეთს კი არ ესმის, რომ დრო რუსეთის მხარესაა.

ორბანმა დაამატა, რომ დრო როდესაც რუსეთს უკრაინის დაპყრობა შეეძლო ჩავლილია, თუმცა წარმატებულები აღმოჩნდნენ უკრაინის ნანგრევებად ქცევაში.

პრემიერის განცხადების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი