ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, ნუგზარ ბოლქვაძე საკრებულოს წევრებს ხელფასების ზრდაში ადანაშაულებს. მაგალითად კი გუშინდელი საკრებულოს სხდომა მოჰყავს, რომელზეც როგრც ამბობს, მიღებული იქნა განკარგულება, რომლითაც, საკრებულოს აპარატის ყველა წევრს სამსახურეობრივი სარგო თითქმის 80 % უნდა გაეზარდოს. პრეტენზიებს არ იზიარებს მუნიციპალიტეტის იურიდიულ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ ლორქიფანიძე განმარტავს, რომ სახელფასო ფონდი არ გაზრდილა და მხოლოდ საპრემიო თანხები გადაიტანეს სახელფასო ფონდში.