ხულოს დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. მსახიობები მარტის დასაწყისში ვებერის ,,ბრიყვთა ვახშამს“ წარადგენენ. ლირიული პიესა ახალგაზრდა არისტოკრატების გართობაზე მოგვითხრობს.
კომედია საქართველოს სხვადასხვა თეატრებში არაერთხელ იქნა წარმოდგენილი, ხულოს მაყურებლისთვის კი პირველად იქნება ნაჩვენები.
ვებერის დრამატურგიულ პიესაში ხულოს თეატრის მსახიობებიმონაწილეობენ. თეატრალური დასი ამჟამად რეპეტიციებს გადის.