პუტინი უკრაინაზე ახალ შეტევას გეგმავს - ბლუმბერგი

27 იანვარი 2023, 14:20 509 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Bloomberg” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი თავდასხმა თებერვლის ან მარტის თვეშია დაგეგმილი და მისი მთავარი მიზანია კრემლმა რამდენიმეთვიანი უკან დახევის შემდეგ აჩვენოს, რომ მას კიდევ აქვს შესაძლებლობა ომის მიმდინარეობაში ინიციატივა გამოიჩინოს.

წყაროს ინფორმაციით, თავდასხმა შესაძლოა უკრაინაში ევროპელი პარტნიორების მიერ დაპირებული საბრძოლო ტანკების ჩასვლამდე დაიწყოს.

პუტინის გეგმების მიხედვით ზეწოლა გაიზრდება კიევზე, იმისთვის რომ უკრაინული მხარე გარკვეულ ზავზე დაითანხმოს და ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს. 

„Bloomberg”-ის ცნობით, თავად პუტინიც არ უარყოფს რუსული ძალების სისუსტეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიღწეული წარმატების შემდეგ ტერიტორიის ნახევარზე მეტის დათმობა მოუწიათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი