ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სპორტულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად უნივერსიტეტის სტიპენდიანტები, ასევე სოციალურად დაუცველი სტუდენტები ცენტრის ბაზაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშს უსასყიდლოდ შეძლებენ.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სტუდენტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე სტუდენტთა ჩართვას იმ სპორტულ აქტივობებში, რომლებიც ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული.