ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ თვეში ევროპაში მოგზაურობას გეგმავს, რომელიც შესაძლოა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავს დაემთხვეს. ინფორმაცია მედია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმა წარმომადგენელმა მიაწოდა.
ბაიდენის ვიზიტისთვის სხვადასხვა ადგილი, მათ შორის პოლონეთიც განიხილება.
ამ დროისთვის, შტატების პრეზიდენტის ევროპული ტურნეს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის დადასტურებული.