თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. დღევანდელ სასამართლოზე დაცვის მხარის ორი მოწმე გამოიკითხა. ბრალდებული დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. პროკურორმა მოწმეებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა და განმარტა, რომ რადგან თებერვალში იწურება 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია ისეთი მოწმეებიც, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და ადვოკატი საქმის განხილვის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე წარმოდგენილი მოწმეები დაადასტურებენ, რომ სამართალდამცავებმა გალიფ ოზთურქის საცხოვრებელი ვიდეო გადაღების გარეშე გაჩხრიკეს, ჩხრეკის ოქმები არ არის სრულფასოვანი და ნარკოტიკული ნივთიერებები არ ყოფილა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი. გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება.