რუსეთის არმია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს ახორციელებს - უკრაინული მედია

26 იანვარი 2023, 13:15 411 ნახვა

რუსეთის არმია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიევის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჟიტომირის ოლქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ქალაქ ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზიანდა ორი ელექტროსადგური.

გავრცელებული ინფრომაციით, რუსებმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.

ბოლო ინფორმაციით, კიევში, რუსეთის მიერ, დღეს, განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაიჭრა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი სამხედროების ნასროლი რაკეტები ლვოვის ოლქის მიმართულებით მიფრინავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში