უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 24 ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
უწყების ინფორმაციით, კამიკაძე დრონებით თავდასხმა აზოვის ზღვის მხრიდან ხორციელდებოდა.
"24-ვე გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის ნაწილებთან თანამშრომლობით“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაში.