ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

25 იანვარი 2023, 17:58 485 ნახვა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს. მანამდე კასიანოვმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია სამინისტრომ უარყო. კასიანოვმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი