რძლის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე - წინასასამართლო სხდომა

25 იანვარი 2023, 14:28 644 ნახვა

რძლის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დღეს  წინა სასამართლო სხდომის ეტაპზე  განიხილა. მოსამართლემ ბრალდების მხარის  მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

პროკურორი სადავოდ მიიჩნევდა ბრალდებულ ლევან ბალაძის ჩვენებას, სადაც ბრალდების მხარის ინფორმაციით,  მან ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები დაამახინჯა და   გამოძიებას არასწორ ინფორმაცია მიაწოდა.

„მხოლოდ შეშინება მინდოდა“ - ეს არგუმენტი ჰქონდა  დღეს ბრალდებულს, რომელმაც გამოძიების ვერსიით  11 დეკემბერს ქვედა სალიბაურში რძალი სანადირო თოფით მოკლა.  ბრალდებული წარდგენილ ბრალს  ნაწილობრივ ეთანხმება და მომხდარს ნანობს.

გამოძიება ლევან  ბალაძეს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის არსებითად განხილვა ბათუმის საქალაქო  სასამართლოში 8 თებერვალს 15 საათზე დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში