ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას და გამკაცრებას რვა ქვეყანა შეურთდა

24 იანვარი 2023, 10:02 435 ნახვა

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას და გამკაცრებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცოგოვინა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები – ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

ევროკავშირმა სანქციების 2023 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღო, დეკემბერში კი უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა და „შავი სია“ გააფართოვა.

ევროკავშირის ინფორმაციით, აღნიშნული ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს გადაწყვეტილებებს. ევროკავშირი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი