თურქეთში შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. თარიღი პრეზიდენტმა ერდოღანმა დაასახელა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს - ამის შესახებ ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ბურსაში განაცხადა, რომ ოფიციალურ მოწოდებას 10 მარტს გააკეთებს, რის შემდეგაც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო არჩევნებისთვის მოემზადება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, კენჭისყრის მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
წელს არჩევნები ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ მმართველი პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს თვე დაემთხვა ზაფხულს და რელიგიურ დღესასწაულებს, რის გამოც თარიღი შეიცვალა.