„შუქურას“ მხარდამჭერთა აქცია ქობულეთში

20 იანვარი 2023, 17:56 1438 ნახვა

უმაღლეს ლიგაში გადასული ქობულეთის „შუქურა“ შესაძლოა დაიშალოს. არც ფეხბურთელებს და არც კლუბის პერსონალს თითქმის სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღია და შეკრებაზეც უარს აცხადებს.

კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა დირექტორმა ირაკლი ბერიძემ.

დღეს ქობულეთის მერიასთან „შუქურას“ ფეხბურთელები, კლუბის ყოფილი დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენები შეიკრიბნენ, რომლებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ და კლუბში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ, რომელიც მათ თანადგომას დაჰპირდა.

„შუქურას“ პირველი მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში 25 თებერვალს აქვს, თუ გუნდი ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას, არ არის გამორიცხული, კლუბი რეგიონალ ლიგაში დააქვეითონ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი