ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ხელვაჩაურში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა აჭარისწყლის ხეობაში სოფელ ქედქედში ჩატარდა, სადაც მკვლევარებმა მოზრდილი მასშტაბების სამარნე კომპლექსი 11 ქვევრით და საწნახელით, ამასთან საწნახელისთვის განკუთვნილი ავზები აღმოაჩინეს.
მკვლევარები ამბობენ, რომ არტეფაქტების აღმოჩენა და პოპულარიზაცია დარგით დაინტერესებული ადამიანების ცოდნას გაამდიდრებს და ხელს შეუწყობს აჭარაში ღვინის ტურიზმის განვითარებას.