საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება

20 იანვარი 2023, 11:29 744 ნახვა

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა კონკურსი იწყება. პირველი ეტაპი სერტიფიცირებაა, რომელიც ტესტირების ფორმატში ჩატარდება. გამოცდა კვირას, 22 იანვარსაა ჩანიშნული.

ბათუმის 5 საგამოცდო ცენტრში 365 კანდიდატი გაივლის ტესტირებას.  საგამოცდო პროგრამაშია  პროფესიულ უნარებსა და   საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებული საკითხები.

მეორე ეტაპზე, სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველი გასაუბრებას გაივლის განათლების სამინისტროში, შერჩეული კანდიდატები კი სკოლების სამეურვეო საბჭოებს წარუდგენენ სამოქმედო გეგმას.

სკოლის დირექტორების უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა 2020 წელს ამოეწურა, თუმცა პანდემიის მიზეზით კონკურსი გადაიდო და ამ დრომდე ყველა სკოლას მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.  აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი