მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი 2023, 14:25 433 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდა.

შესრულდა დიდი აიაზმა, ე.წ. წყალკურთხევის წესი. ტრადიციულად ამ დღეს მორწმუნეებს  ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და ის მთელი წლის განმავლობაში ინახება.  

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.  სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და  ნათლობა დაწესდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში