ბუბა კიკაბიძეს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. საქართველოს სახალხო არტისტი გვიან ღამით ქაშუეთის ეკლესიიდან თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს.
ვახტანგ კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ლეგენდარული არტისტი კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.