ბათუმში ნათლისღების დღესასწაული  ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს

19 იანვარი 2023, 10:49 978 ნახვა

ნათლისღების ღამეს უკვე წლებია ბათუმში მორწმუნეები ზღვაში შთაფვლის რიტუალს ასრულებენ. გვიან ღამით, მრევლი ბათუმის საკათედრო ტაძართან შეიკრიბა და ზღვის სანაპირომდე მსვლელობით გადაინაცვლა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მრევლი ზღვაში შევიდა. 

სანაპიროზე უსაფრთხოების მიზნით მაშველები იყვნენ მობილიზებული. ეს უძველესი ტრადიცია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით, წლების წინ აღდგა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში