საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, რა დროსაც ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ელჩის თქმით, პარლამენტში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. ევროკავშირის ელჩმა ასევე შეაფასა 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით აცხადებს ჰერჩინსკი.
იმედს გამოთქვამს, რომ არც ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდება.