მარტამდე პურზე ფასი არ გაიზრდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

18 იანვარი 2023, 11:55 598 ნახვა

მარტამდე პურზე ფასი არ გაიზრდება - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ განაცხადეს. თქვეს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში ხორბლის  სამთვიანი მარაგია.

ისაუბრეს იმაზეც, რომ პურზე ფასის ზრდა დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც, რადგან რუსეთი ხორბლის ძირითად მომწოდებლად რჩება. ისაუბრეს ჰასპის სტანდარტზეც, რომელიც საქართველოში  წლის მეორე ნახევრიდან დაწესდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი