შეხვედრა ერგნეთში

17 იანვარი 2023, 14:40 677 ნახვა

უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხები. ერგნეთში ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 110-ე შეხვედრა მიმდინარეობს. პარალელურად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.

სუსის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა.

ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ და გასული წელს შეაჯამებენ.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების  უპირობო გათავისუფლებას. ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის 7 მოქალაქე რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი