5 ივლისის საქმეზე დაკავებულებს სასჯელი შეუმსუბუქდათ

16 იანვარი 2023, 14:56 648 ნახვა

2021 წლის  5 ივლისის ძალადობის საქმეზე 6 მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა.  მსჯავრდებულებს აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა  მოსამართლე მაია თეთრაულმა.    ამით კი სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა,  რითაც როგორც უკვე გითხარით მსჯავრდებულებს   სასჯელი   შეუმცირა.    

ჟურნალისტებისა და ოპერატორების,    მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები  თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო,  თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.  

ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლის 137-ე მუხლით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა, თუმცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

გადაწყვეტილება  მსჯავრდებულების ახლობლებმა გააპროტესტეს და სასამართლოს  დარბაზი   შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვეს. ცოტნე  ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებასაც ედავებოდნენ.  

უკვე ცნობილია, რომ  გადაწყვეტილებას  პროკურატურა გაასაჩივრებს.  2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ გამოძიება სისხლის სამართლის სხადასხვა  დანაშაული ჩადენას ედავება. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი