ლიეტუვისა და ლატვიის მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა

14 იანვარი 2023, 10:13 532 ნახვა

ლიეტუვაში გვიან ღამით მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც ლიეტუვასა და ლატვიას აკავშირებს აფეთქება მოხდა. ხანძარმა 50 მეტრ სიმაღლეს მიაღწია.

ახლომდებარე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, აფეთქების მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

გაზსადენების ლიეტუვური ოპერატორის Amber Grid-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ, პირველადმა შემოწმებამ ვერ გამოავლინა დივერსიის რაიმე ნიშანი, თუმცა სრულ სურათს გამოძიების მსვლელობაში დაადგენენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი