ჩვენი კომპანიის სახელით ყალბი სარეკლამო შეთავაზება ვრცელდება - „ენერგო-პრო ჯორჯია“

10 იანვარი 2023, 11:59 833 ნახვა

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მათი კომპანიის სახელით ყალბი სარეკლამო შეთავაზება ვრცელდება.

კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შეთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით სოციალურ ქსელებში და ვიდეოპლატფორმებზე ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება. თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან. გავრცელებულ ვურუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე.

ამჟამად კომპანიის იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურები მუშაობენ, რომ შესაძლებელი გახდეს თაღლითური განცხადების გავრცელების შეზღუდვა. სს„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას წარმოადგენს საქართველოში. ის არის ჩეხური კომპანიის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში და მის ფარგლებსგარეთ საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი