ჩაშლილი სწავლის პროცესი

30 იანვარი 2017, 00:00 3716 ნახვა

სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყდება და ხვალ ყველა საჯარო სკოლაში გაკვეთილები ჩატარდება, აჭარის განათლების სამინისტროში გადაწყვეტილება დირექტორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. დიდთოვლობის გამო, ბათუმის სკოლებში მოსწავლეთა სწრებადობა დაბალი იყო. სკოლაში მოსწავლეთა დაახლოებით 40 პროცენტი მივიდა. სააღმზრდელო პროცესი ბათუმის 16 საბავშვო ბაღში ჩაიშალა. ბაღების გაერთაინებაში აცხადებენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი