ბათუმში საქველმოქმედო ფონდ ''იალქანის'' ბენეფიციარების მონაწილეობით საშობაო ღონისძიება გაიმართა. ფონდმა განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საშობაო საღამოს აჭარის მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფონდის დამფუძნებელმა თიკო აბაშიძემ აჭარის მთავრობის წევრებს დღის ცენტრის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, მაგდა მამულაძემ მიიღო და ფონდის წარმომადგენლებს შობის დღესასწაული მიულოცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახი, ასევე, ესტუმრა წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს და ბენეფიციარებს საშობაო საჩუქრები გადასცა.