საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე.