 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
რუსული მედიის ცნობით ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით ღამის 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.
მანამდე ე.წ. საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით, რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში კირილის ინიციატივას „ცინიკური მახე“ უწოდეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            